The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო გოცირიძე

ნიკო გოცირიძე
Legal name:ნიკოლოზ გოცირიძე
Date of birth:16 February, 1872
Date of death:30 July, 1949  (at 77 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1893-1921წწ. მუშაობდა მღებავად რკინიგზის დეპოში (თბილისი); პირველად 12 წლისამ ითამაშა ზ. ანტონოვის პიესაში "ქოროღლი" პატარა ბიჭის როლი. ამის შემდეგ ხშირად გამოდიოდა ეპიზოდურ როლებში. 1921 წელს მიიწვიეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, ხოლო 1930 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სულ შესრულებული აქვს 300-ზე მეტი როლი: განსაკუთრებით გაითქვა სახელი ვაჭარ–ხელოსანთა ტიპების განსახიერებით; მისი მნიშვნელოვანი როლებია:  გიქო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), გიჟმოზე (გ. სუნდუკიანის "დაქცეული ოჯახი"), პოლონიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), კოსტილევი (მ. გორკის "ფსკერზე"); აკოფა, სტეფან მაკარიჩი (ა. ცაგარელის "ხანუმა", "ციმბირელი"),გეურქა (ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება"), ფიჩხულა (გრ. რობაქიძის "უდეგა"),იშაი (გ. ბააზოვის "მინჯები ალაპარაკდნენ", ერში (იუშკევიჩის "მეფე") და სხვა. ნ. გოცირიძეს შესანიშნვი ხმა ჰქონდა და 1893 წ.  მომღერალთა გუნდში ჩარიცხეს; ვასო აბაშიძესთან ერთად გამოდიოდა კონცერტებში და მღეროდა. ნ. გოცირიძემ შექმნა ოსური თეატრი საქართველოში. პირველი ოსური წარმოდგენა "ბიძა" მან გამართა ზუბალაშვილების სახალხო თეატრში.  მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.130; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ. 88-89

Awards and Honors

  • 1924 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: