Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ბრეგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცუცხვათი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ამიერკავკასიის უმაღლესი კომუნისტური სასწავლებელი 1937 წელს. 1932 წლიდან იყო ტყიბულის რაიონის მუშათა და გლეხთა საკონტროლო კომისიის ინსპექტორი; 1936 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. მსახურობდა კონსტანტინე ლესელიძის სახელობის 63–ე საარტილერიო პოლკში; 1946–1948წწ. იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ბიუროს თბილისის კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1949–1953წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების სექტორის გამგე და ჟურნალ "აგიტატორის ბლოკნოტის " რედაქტორი; 1945–1959წწ. წლებში თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის მარქსიზმ–ლენინიზმის კათედრის გამგე; 1959–1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1967–1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქეს 200-ზე მეტი მეცნიერული შრომა, მათ შორის 18 მონოგრაფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1969). დაჯილდოებულია 16 მედლით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.479; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 19-20 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |