შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლგა ბრენდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: უკრაინა, ქ. ბრონზა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1949 წელს. 1950 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; ძირითადი ნამუშევრებია: "ნატურმორტი"(1958), "გაზაფხული"(1961), ტრიპტიქი "დილა, შუადღე, საღამო"(1963 წელი, სოხუმის სურათების გალერეა), "საქართველო"(1965 წელი, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), "მთის პეიზაჟები"(1965–1970 წლები, იაროშენკოს სახელობის მუზეუმი, კისლოვოდსკი). მუშაობდა სცენოგრაფიის დარგში, 1957 წელს სოხუმის ს. ჭანბას სახელობის აფხაზურ სახელმწიფო თეატრში გააფორმა კასონას "ხეები ზეზეურად კვდებიან". ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.480; youtube.com; arthive.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |