შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ქარსანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946-1949წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1949-1954წწ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1954-1956წწ. უმცროსი, 1956-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1967წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1967-1972წწ. ლაბორატორიის გამგე; 1972 წლიდან სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. არის 250-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, სამედიცინო ბიოფიზიკის სამეცნიერო კვლევითი რესპუბლიკური ცენტრის დამაარსებელი, სამედიცინო ბიოფიზიკოსთა სკოლის შემქმნელი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის შეკუმშვადი და სარკორლაზმური ცილები გულის ნაკლოვანების დროს და პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 322 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |