შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გოძიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ–პეტერბურგი. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი 1916 წელს; ვარშავის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. 1918 წლამდე მსახურობდა ბახჩისარაის საკავალერიო პოლკში; 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1918 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს; 1919-1922წწ. იყო პოლონეთის ეროვნული არმიის კავალერიის როტმისტრი; ჟურნალ "სინათლის ხმის" რედაქტორ–გამომცემელი; მჭიდროდ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნების ქართულ ემიგრაციასთან; გამოსცა საყურადღებო ნაშრომი "საქართველოს სახელმწიფოს ამოცანები საერთაშორისო სამართლის შუქზე". დაჯილდოებულია პოლონეთის საბრძოლო ჯილდოებით; სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.131; გაზეთი კვირის პალიტრა: kvirispalitra.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |