Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარეხ გოძიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1953 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; ამავე წელს დაარსდა ვოკალურ–საკრავიერი ტრიო, რომელსაც დიდხანს ხელმძღვანელობდა; არის მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელი; დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქალაქური სიმღერის პროპაგანდაში; მართავდა კონცერტებს სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთ; მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან პოპულარობით სარგებლობდა – შ. მილორავას "ყვავილებში დამეკარგე", "შემირიგდი", გ. ცაბაძის "გამოღმით შენ ხარ", მისი საკუთარი "წაღვერი და თბილისი" და "მაგნოლია" (ა. თევზაძისა და ი. ნონეშვილის ლექსებზე). 1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI და 1959 წლის ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.131; საქართველოს ნეკროპოლო: georgianencyclopedia.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.186 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |