Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი ქავთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1967 წელს. 1958-1963წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი; 1963-1969, 1972-1976წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972წწ. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1974-1976წწ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1976-1982წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1982-1992წწ. სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1999წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში. ავტორია პიესისა "ბრალდება" (რ. სტურუასთან ერთად), მრავალსერიანი ფილმისა "ოქროს ობობა" (დ. კვირცხალიასთან და მ. ანთაძესთან ერთად), კინოსცენარისა "ტკბილი სევდა". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 321; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 334; წიგნი ღირსებისა; ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |