The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ქავთარაძე

გოგი ქავთარაძე
Legal name:გიორგი ქავთარაძე
Date of birth:2 April, 1940
Date of death:20 December, 2020  (at 80 years)
Burial location:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1967 წელს.

1958-1963წწ. იყო მარჯანიშვილის თეატრის სცენის თანამშრომელი, რეჟისორის თანაშემწე, მსახიობი; 1963-1969, 1972-1976წწ. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969-1972წწ. ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი; 1974-1976წწ. თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1976-1982წწ. ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1982-1992წწ. სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1999წწ. ა. გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქიდან. დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, სპექტაკლებში განსახიერებული აქვს 25 როლი, გადაღებულია 34 ფილმში. ავტორია პიესისა "ბრალდება" (რ. სტურუასთან ერთად), მრავალსერიანი ფილმისა "ოქროს ობობა" (დ. კვირცხალიასთან და მ. ანთაძესთან ერთად), კინოსცენარისა "ტკბილი სევდა".

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 321; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 334; წიგნი ღირსებისა; ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თავმჯდომარე (2010-)
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1958-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1965-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1992 - ღირსების ორდენი
  • 1987 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1984 - აფხაზეთის სახალხო არტისტი
  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: