შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ქადაგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1974წწ. იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის, 1974-1976წწ. მოსკოვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1979წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსპექტორი; 1979-1983წწ. თავმჯდომარის მოადგილე; 1979-1985წწ. სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის დირექტორი; 1985-1989წწ. სამეცნიერო ტექნიკური ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1989 წლიდან თბილისის მენეჯერთა სკოლის დირექტორი; 1992 წლიდან ევროპის მენეჯერთა სკოლის რექტორი. არის 35 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ფუნქციონალური სისტემის თეორიის სფერო", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 321 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |