The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ბოხუა

ნოდარ ბოხუა
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:24 მარტი, 1995  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ორენბურგის სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს; მოსკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს.

1964-1966წწ. მუშობდა სამხრეთ ურალის დაბა ორსკის რკინიგზის საკვანძო საავადმყოფოს ქირურგად; 1969-1972წწ. მოსკოვის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ორდინატორად; 1972-1973წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომელად; 1973-1976წწ. იყო თბილისის სისხლძარღვთა რესპუბლიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი და დედაქალაქის მთავარი ანგიოლოგი; 1979-1984წწ. თბილისის ექსლპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიკრო-ქირურგიის ლაბორატორიის გამგე; 1984 წლიდან სათავეში ჩაუდგა რესპუბლიკურ ანგიოლოგიურ ცენტრს; 1988–1990წწ. ერთდროულად  იყო სსრკ-არაბეთის ერთობლივი წარმოების სამეცნ.-პრაქტ. და სასწავლო ცენტრის "ანგიოს" გენერალური დირექტორი; მან პირველმა შექმნა სამეცნიერო სკოლა მთელი რიგი ახალი მიმართულებისა საქართველოში: ექსპერიმენტული ანგიოლოგია, თერაპიული ანგიოლოგია, მიკროქირურგიული ტრანსპლანტოლოგია და დანერგა კომპიუტერული სისტემები; პირველმა მან დანერგა მრავალი სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები დაზიანებულ საძილე არტერიებზე, მის ბრაქიოცეფალურ და ვისცელარულ ტოტებზე; მიკროქირურგიული ოპერაციები ვაზორენალური ჰიპერტონიის, თითებისა და მტევნების ტრავმული ამპუტაციის, მამაკაცთა სისხლძარღვოვანი იმპოტენციის და სხვა შემთხვევებში; 150 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 20 რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონებისა. ქირურგ–ანგიოლოგი. მიღებული აქვს იტალიის გულ–სისხლძარღვთა ასოციაციის ოქროს მედალი, სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს მთავარი ანგიოლოგი (1982), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.476;  წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.204-234; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.792-793; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geნოდარ ბოხუა - ანგიოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის და მიკროქირურგიის სათავეებთან / მარი მარღანია // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი,2024.-N4(220).-გვ.66-69

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: