Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უშანგი გოჯიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1957 წელს. 1957-1965წწ. მუშაობდა დონბასში (უკრაინა) შახტების მშენებლობაზე; 1965-1986წწ. ენგურჰესის მშენებლობაზე; 1981-1986წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986-1988წწ. საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე; 1988-1997წწ. "თბილმეტრომშენის" გენერალური დირექტორი; 1997-2000წწ. "თბილმეტრომშენის" უფროსის მოადგილე და "თბილმეტრომშენის" ეკატერინბურგის ფილიალის ხელმძღვანელი; 2000-2003წწ. მუშაობდა ქ. სოჭში N44 საგვირაბო რაზმის მთავარ ინჟინრად; 2003 წლიდან იყო ამავე რაზმის მთავარი ტექნოლოგი და გენერალური დირექტორის მრჩეველი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1988), რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტომშენებლობის საპატიო მედალი (2003). სამთო ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973). ავტორი 8 გამოგონების, ზოგი მადგანი დაინერგა ენგურჰესის მშენებლობაზე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ტექნიკური ხასიათის სტატია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.133; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.122; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.91-92 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |