Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გრიბოედოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1822 წლიდან მსახურობდა თბილისში – თავდაპირველად მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან; დაუახლოვდა მოწინავე ქართველ საზოგადოებას, განსაკუთრებით ა. ჭავჭავაძის ოჯახს; 1827 წელს მიანდეს ირანსა და ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობის წარმართვა; 1828 წელს დანიშნეს რუსეთის მინისტრ–რეზიდენტად(სრულუფლებიან წარმომადგენლად); მისი მთავარი თხზულებაა კომედია "ვაი ჭკუისაგან"(სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862 წელს); შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა. ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ რომან ბაგრატიონის სასახლეში(გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა); მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, "კომერციული ბანკის" დაარსება; მასვე ეკუთვნის აღა–მაჰმად–ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი; საქართველოსთანაა დაკავშირებული მისი მხატვრული შემოქმედების ნაწილი: "მგზავრის წერილები", ლექსი "იქ, სადაც რბის ალაზანი", პოემა "მეყალიონეები", ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა "ქართული ღამე", გეგმა ტრაგედიისა "რადამისტი და ზენობია"; რუსი მწერალი და დიპლომატი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.147 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |