The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გრიბოედოვი

ალექსანდრე გრიბოედოვი
Date of birth:15 January, 1795
Date of death:11 February, 1829  (at 34 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

მიიღო მრავალმხრივი განათლება. 1822 წლიდან მსახურობდა თბილისში – თავდაპირველად მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან; დაუახლოვდა მოწინავე ქართველ საზოგადოებას, განსაკუთრებით ა. ჭავჭავაძის ოჯახს; 1827 წელს მიანდეს ირანსა და ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობის წარმართვა; 1828 წელს დანიშნეს რუსეთის მინისტრ–რეზიდენტად(სრულუფლებიან წარმომადგენლად); მისი მთავარი თხზულებაა კომედია "ვაი ჭკუისაგან"(სრული ტექსტი გამოქვეყნდა 1862 წელს); შემონახულია ცნობები, რომ "ვაი ჭკუისაგან" პირველად ა. ჭავჭავაძის სახლში წარმოუდგენიათ, ხოლო შემდეგ რომან ბაგრატიონის სასახლეში(გრიბოედოვის სახელობის თეატრის ყოფილი შენობა); მის სახელთანაა დაკავშირებული გაზეთ "ტიფლისსკიე ვედომოსტის" გამოცემა, სამაზრო სკოლების გახსნა, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების ცდა, "კომერციული ბანკის" დაარსება; მასვე ეკუთვნის აღა–მაჰმად–ხანის მიერ დანგრეული თბილისის განახლების პროექტი; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი მთელი ამიერკავკასიის სამეურნეო-კულტურული გარდაქმნის პროექტი; საქართველოსთანაა დაკავშირებული მისი მხატვრული შემოქმედების ნაწილი: "მგზავრის წერილები", ლექსი "იქ, სადაც რბის ალაზანი", პოემა "მეყალიონეები", ფრაგმენტები დაუმთავრებელი ტრაგედიისა "ქართული ღამე", გეგმა ტრაგედიისა "რადამისტი და ზენობია"; რუსი მწერალი და დიპლომატი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.147

Bibliography

  • ვაი ჭკუისაგან : კომედია ოთხ მოქმედებად (Author). - თბილისი, კავკ. ნამესტ. კანც. სტ., 1853. - 116გვ.

Share: