შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბრაილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზია თბილისში 1917 წელს; 1919 წლიდან ხატვას სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკასიის საზოგადოების სკოლაში, 1924–1929 წლებში კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1930 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში მხატვრად; მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში საქართველოსა და დაღესტანში; ასრულებდა ჩანახატებს, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი ხალხის შემოქმედების ყველა სახე. 1937 წელს თ. თუმანიშვილთან ერთად დააარსა თბილისის სათამაშოების მუზეუმი. მის მიერ შექმნილი ეროვნული ხასიათის გამომხატველი თოჯინები პრემირებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე. მუშაობდა დაზგურ გრაფიკაში. 1964 წელს გამოსცა ქართული ეთნოგრაფიული ალბომების სერია. მხატვარ–გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.477 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |