The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუარსაბ ბოცვაძე

ლუარსაბ ბოცვაძე
Date of birth:16 January, 1866
Date of death:24 June, 1919  (at 53 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი ნოღა. 

დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია.

პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო წყალტუბოში, შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, გადაიყვანეს. 1888 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისსა და სხვა ქალაქებში. 1908 წელს დააარსა ყოველთვიური პედაგოგიური ჟურნალი "განათლება". 1908–1918წწ. იყო ამ ჟურნალის რედაქტორი. მას ეკუთვნის 350-მდე პედაგოგიური ნაშრომი და სტატია, სასწავლო პროგრამები სახალხო სკოლებისათვის. ლ. ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებების საფუძველია ხალხურობის იდეა: საყოველთაო სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისათვის, ქალისა და ვაჟის თანასწორი განათლება, მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში, პატრიოტიზმისა და შრომისმოყვარეობის აღზრდა. მან წამოაყენა ახალი სკოლის პრინციპები: სკოლის კავშირი ცხოვრებასთან, სწავლების საერო ხასიათი, სკოლისა და ოჯახის კავშირი აღზრდის საქმეში, მასწავლებლის წამყვანი როლი აღზრდისა და სწავლების პროცესში, მასწავლებლის მუშაობის ჰუმანური მეთოდები. სწავლებისა და განათლების თეორიაში იაკობ გოგებაშვილის  მიმდევარი იყო. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.474

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1890-1919)

Bibliography


Share: