Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ განმანათლებელი![]()
Biographyსომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი; ითვლება ქრისტიანობის გამავრცელებლად სომხეთში; მისი ცხოვრების ამსახველი წყაროა აგათანგელოსის "სომხეთის ისტორია", რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიით მოაღწია; აგათანგელოსის მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის მამა ხოსრო; შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღზარდეს; სომხეთში დაბრუნებულმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, მაგრამ მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა; თრდატ III-ის ბრძანებით გრიგოლ განმანათლებელი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ ხაროში ჩააგდეს; იგი "ღვთაებრივი სასწაულით" გადაურჩა სიკვდილს და სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა; მალე ქრისტიანობა სომხეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა(301 ან 315/316) და გრიგოლ განმანათლებელი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში; ზოგჯერ სომხურ ეკლესიას მისი სახელის მიხედვით გრიგორიანულსაც უწოდებენ; მიუხედავად საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილებისა, ქართული მართმადიდებლური ეკლესია ცნობს მის კულტს, ვინაიდან მან იქადაგა "მართალი სარწმუნოება"; ძველ ქართულ მწერლობაში დაცულია წმინდა გრიგოლისადმიმიძღვნილი საგალობელი, ხოლო ქართულ ენაზე შემონახულია მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ან მასზე მიწერილი თხზულებები: "ცხოვრება წმინდა გრიგოლ პართელისაი", "რიფსიმეანთა წამება" და "სარწმუნოებისათვს". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.151
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |