The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ განმანათლებელი

გრიგოლ განმანათლებელი
Legal name:გრიგოლ პართელი
Date of birth:239
Date of death:326
Category:Religious leader

Biography

სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი; ითვლება ქრისტიანობის გამავრცელებლად სომხეთში; მისი ცხოვრების ამსახველი წყაროა აგათანგელოსის "სომხეთის ისტორია", რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიით მოაღწია; აგათანგელოსის მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის მამა ხოსრო; შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღზარდეს; სომხეთში დაბრუნებულმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, მაგრამ მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა; თრდატ III-ის ბრძანებით გრიგოლ განმანათლებელი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ ხაროში ჩააგდეს; იგი "ღვთაებრივი სასწაულით" გადაურჩა სიკვდილს და სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა; მალე ქრისტიანობა სომხეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა(301 ან 315/316) და გრიგოლ განმანათლებელი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში; ზოგჯერ სომხურ ეკლესიას მისი სახელის მიხედვით გრიგორიანულსაც უწოდებენ; მიუხედავად საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილებისა, ქართული მართმადიდებლური ეკლესია ცნობს მის კულტს, ვინაიდან მან იქადაგა "მართალი სარწმუნოება"; ძველ ქართულ მწერლობაში დაცულია წმინდა გრიგოლისადმიმიძღვნილი საგალობელი, ხოლო ქართულ ენაზე შემონახულია მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ან მასზე მიწერილი თხზულებები: "ცხოვრება წმინდა გრიგოლ პართელისაი", "რიფსიმეანთა წამება" და "სარწმუნოებისათვს".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.151


Share: