Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო ფაჩულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის გრაფიკის განყოფილება 1970 წელს, 1975 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო. 1969-1973წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მხატვარი; 1985 წლიდან გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს"; 1998 წლიდან გაზეთ "ქომაგის" მხატვარ-რედაქტორი. 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის გამოფენათა დირექციაში, ნოიებრანდენბურგის კულტურის განყოფილების ფონდში, ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის კერძო კოლექციებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნოველა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 316; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.81; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 230-231 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |