The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ბოჭორიშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილი
Date of birth:25 March, 1924
Date of death:11 September, 2002  (at 78 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Actor/Actress, Politician, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გიორგეთი, ლაგოდეხის რაიონი. 

დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. 1940–1942წწ. სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1938-1939წწ. თელავის დრამატული თეატრის მსახიობი; 1939-1940წწ. თელავის დრამატული თეატრის ტექნიკური რეჟისორი; 1943-1944წწ. თელავის დრამატული თეატრის მსახიობი, ტექნიკური რეჟისორი; 1944-1945წწ. რუსთაველის თეატრის დასის გამგე, რეჟისორის ასისტენტი; სოხუმის დრამატული თეატრის რეჟისორი (1945); 1951-1952წწ. მესამე მედგაერთიანების ინფექციური განყოფილების გამგე; 1952-1956წწ. N85-ე ინფექციური ჰოსპიტალის ორგანიზატორი; 1956-1961წწ. სამხედრო სამედიცინო აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის უფროსი ორდინატორი; 1961-1969წწ. სამხედრო სამედიცინო აკადემიის მასწავლებელი (დოცენტი); 1969 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელი; 1970–1973წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1982-1990წწ. მე-4 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1970 წელს ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი; შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი; შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები. საქართველოს პარლამენტში ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000-2002); მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი; საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", ფრაქცია "XXI საუკუნე"-ს თავმჯდომარე, ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის წევრი. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.475; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 99

Member of Organizations

  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1989-)
  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს ინფექციონისტთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)

Awards and Honors

  • 1997 - ილარიონ ქართველის ორდენი
  • 1988 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, სეფსისის რესპუბლიკური ცენტრის შექმნისათვის
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: