შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გიორგეთი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. 1940–1942წწ. სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1938-1939წწ. თელავის დრამატული თეატრის მსახიობი; 1939-1940წწ. თელავის დრამატული თეატრის ტექნიკური რეჟისორი; 1943-1944წწ. თელავის დრამატული თეატრის მსახიობი, ტექნიკური რეჟისორი; 1944-1945წწ. რუსთაველის თეატრის დასის გამგე, რეჟისორის ასისტენტი; სოხუმის დრამატული თეატრის რეჟისორი (1945); 1951-1952წწ. მესამე მედგაერთიანების ინფექციური განყოფილების გამგე; 1952-1956წწ. N85-ე ინფექციური ჰოსპიტალის ორგანიზატორი; 1956-1961წწ. სამხედრო სამედიცინო აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის უფროსი ორდინატორი; 1961-1969წწ. სამხედრო სამედიცინო აკადემიის მასწავლებელი (დოცენტი); 1969 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელი; 1970–1973წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1982-1990წწ. მე-4 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1970 წელს ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი; შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი; შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები. საქართველოს პარლამენტში ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი (2000-2002); მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი; საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", ფრაქცია "XXI საუკუნე"-ს თავმჯდომარე, ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის წევრი. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.475; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ. 99 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |