The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლი

დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

VIII საუკუნის 80–იან წლებში გააერთიანა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი და იწოდა კახთა მთავრად, ანუ ქორეპისკოპოსად; მისი მთავრობის პირველივე წლებში კახეთის სამთავროს ჩამოსცილდა ჰერეთი, რომელიც XI საუკუნის დასაწყისამდე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად დარჩა; სამაგიეროდ კახეთის ერთეული სამთავროს საზღვრები გაფართოვდა დასავლეთის მიმართულებით; კახეთის ქორეპისკოპოსის სამფლობელოს ასეთი გაფართოება ეწინააღმდეგებოდა აშოტ I–ლი დიდი კურაპალატისა და აფხაზთა მეფის თეოდოს II–ის ინტერესებს; მათ შეერთებული ძალებით გაილაშქრეს კახეთის მთავრის წინააღმდეგ; კახეთის ქორეპისკოპოს ამ ბრძოლაში ეხმარებოდნენ მთიულები, წანარები და თბილისის ამირა ალი შუაბის ძე; ბრძოლა  მდინარე ქსანზე მოხდა დაახლოებით 791-818წწ. შორის; კახეთის მთავარი დამარცხდა და მის მიერ დაპყრობილი შიდა ქართლის გარკვეული ნაწილი ისევ აშოტ კურაპალატმა დაისაკუთრა; მიუხედავად ამისა გრიგოლის დროს კახეთის სამთავროს ტერიტორია მაინც ქსნის ხეობამდე ვრცელდებოდა. კახეთის მთავარი (787-827).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.152


გააზიარე: