The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ბრეგვაძე

დაბადების თარიღი:16 მარტი, 1924
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 2013  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1949წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1949–1958წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ორდინატორი; 1958–1965წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1974წწ. სამეცნიერო–პოლიკლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1983წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წელს ერგონომიული და ულტრაბგერის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელი. ავტორია 66 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"გარეგანი სუნთქვის ფუნქცია ჰიპერტონიული სნეულებით დაავადებულებში", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.46

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საპატიო სიგელი
  • 1985 - შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: