Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი ბრეგვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს. 1968–1973წწ. იყო ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1980წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ალერგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა საავადმყოფოს პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1994 წელს დოცენტი, პროფესორი. ავტორია 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია "ბავშვთა ასთმა" (1998). ხელმძღვანელობს მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის III პედიატრიულ განყოფილებას. ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დედასა და ბავშვს შორის სისხლის ჯგუფური (ABO) შეუთავსებლობის როლი ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დროს", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რესპირაციული ალერგიის კლინიკო-მეტაბოლური ასპექტები ბავშვებში", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.46; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.309 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |