The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბოლქვაძე

გიორგი ბოლქვაძე
Date of birth:1835
Date of death:1921  (at 86 years)
Category:Manufacturer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 განათლება მიიღო სტამბოლში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1853 წელს ათენში დაამთავრა სამიწათმოქმედო აკადემია.

1860 წელს ქუთაისში გახსნა ამიერკავკასიაში პირველი ლიქიორ–არყის ქარხანა; 1865 წელს აბორიგენული მცენარეებისა და ღვინის მასალისაგან შექმნა ქართული კონიაკის, ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა; იყო ბრიუსელში მუდმივი მსოფლიო გამოფენის და 50–მდე საერთაშორისო გამოფენის მონაწილე; მის მიერ შექმნილ სასმელებს მიღებული აქვს 100–ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 49 ოქროსა და ვერცხლის მედალი. ნატურალურ კავკასიურ კონიაკს მიღებული აქვს 23 ჯილდო (პირველი პარიზში 1878 წელს). "ხელოვნური კონიაკი N3" 9 ჯილდო და "ძველისძველ კონიაკს" ერთი ჯილდო (ფილადელფია 1876 წელი). იყო XIX საუკუნეში სამეცნიერო კონგრესისა და "საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა" ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსების მონაწილე. დაჯილდოებულია მრავალი ქვეყნის ორდენით. ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტი.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461; უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com

Member of Organizations

  • ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემია, წევრი
  • პარიზის ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი (1876-)
  • პარიზის სამიწათმოქმედო აკადემია, ნამდვილი წევრი (1889-)

Share: