The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლი (ოშკელი)

Date of birth:9??
Date of death:9??
Category:Religious leader

Biography

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, ოშკის ტაძრის მშენებელი; მოხსენიებულია ოშკის ტაძრის დიდ სამშენებლო წარწერაში: "მე გრიგოლ ღირსმყო ღმერთმან მსახურებისა ამას მათსა ღმრთისა მიმართ, და მე ვიყავ საქმესა ზედა მდგომი"; წარწერა X საუკუნის 60–იანი წლებით თარიღდება; მუხლმოდრეკილი, ხელებაპყრობილი გრიგოლი გამოსახულია ტაძრის სამხრეთ გალერეაში, რელიეფებიან ბოძზე, ვედრების კომპოზიციის ქვეშ; ე. თაყაიშვილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ შესაძლოა გრიგოლ ღვთისმეტყველის ზოგიერთი ნაწარმოების მთარგმნელი გრიგოლ ოშკელი იყოს; ოშკის ტაძარი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკულტო ნაგებობაა და მხატვრული და ისტორიული თავლსაზრისით ღირსეული ადგილი უკავია ქართული ხელოვნების ისტორიაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.153


Share: