The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გრიგოლია

გურამ გრიგოლია
Date of birth:13 March, 1932
Date of death:25 June, 2020  (at 88 years)
Category:Archaeologist, Historian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1956-1977წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1977-1982წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურო კვლევის ცენტრში; 1984 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1992-2006წწ. ამავე უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი; 2007 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი; მისი გამოკვლევები ძირითადად ეძღვნება პირველყოფილი საზოგადოების ისტორიისა და ანტიკური ხანის საისტორიო გეოგრაფიულ პრობლემებს; სადაზვერვო მუშაობის შედეგად გამოავლინა მრავალი სხვადასხვა ხასიათისა და პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი; მისი მონაწილეობით გაითხარა – ბრილის სამაროვანი (1952-1953), ხოვლეგორა (1955-1957), წოფის (1957-1958), წონისა და ჯრუჭულის (1958-1963), ქვაჭარისა და სვანთა სავანის (1958-1965) მღვიმეები; ენგურის ხეობის ძეგლები (1963-1971); ხორშის ნეოლითური ნამოსახლარი (1966-1981); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1994).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.155

Bibliography


Share: