შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გრიგოლია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში"; 1965-1972წწ. ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1972-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტის ჰიდროლოგიისა და ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე; 1997-2006წწ. იყო ამავე კათედრის გამგე; შეთავსებით მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში კატასტროფულ მოვლენათა სექტორის გამგედ; 2009 წლიდან არის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი; მისი სამეცნიერო კვლევების სფეროა მდინარის ჩამონადენის პროცესის აღწერა და მოდელირება. ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ჰიდროენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მონტე-კარლოს მეთოდით ჰიდროლოგიური რიგების სტატისტიკური მოდელირების საკითხები წყალსამეურნეო ანგარიშებისათვის", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მდინარის ჩამონადენის პროცესის აღწერის და მოდელირების სტატისტიკური მეთოდების ანალიზი და სრულყოფა", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.155; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.90-91; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.116 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |