The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ტყეშელაშვილი

დავით ტყეშელაშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 2006 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამართალში. 

1999-2003წწ. მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006 წელს დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად; 2007-2008წწ. საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი; 2008-2009წწ. სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში; 2009 წელს სათავეში ჩაუდგა, ახლად შექმნილ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 2005 წელს იყო ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 310; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.323; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" (1999-2002)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, პოლიტიკური მდივანი; თავმჯდომარის მოადგილე (1993-1995)
  • საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, თავმჯდომარე (1998-2002)
  • სქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2006)

გააზიარე: