The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ტყემალაძე

ზურაბ ტყემალაძე
Date of birth:18 January, 1944  (81 years)
Category:Businessmen, Inventor, Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1965 წელს.

1966-1969წწ. იყო წითელწყაროს ღვინის ქარხნის, 1969-1970წწ. თბილისის კონიაკის ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგი; 1970-1983წწ. ვარკეთილის ღვინის ქარხნის უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1983-1988წწ. საგარეჯოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქარხნის მთავარი ინჟინერი; 1992 წლიდან იყო საქართველოში პირველი პრივატიზირებული საწარმოს შ.პ.ს. "სამების" გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან - გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის 20-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-მდე ქართული ღვინის მარკის ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 310; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.322

Member of Organizations

  • ბიზნეს მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო, წევრი
  • პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" , თავმჯდომარის მოადგილე (1999-)
  • საქართველოს გადამხდელთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", ფრაქციის თავმჯდომარე (2006-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", ფრაქციის მდივანი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მრეწველთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭო, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Share: