Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლი (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა უკრაინაში, ქ. კრივოიროგის სამოქალაქო საავიაციო სასწავლებელში 1974-1976წწ.; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1990 წელს; თბილისის სასულიერო აკადემია 1994 წელს. 1985-1988წწ. იყო თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე; 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად; 1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერვე ხელდასხმულ იქნა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში; 1990 წლის აპრილში გამწესებულ იქნა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად; 1990 წლის ნოემბრიდან დაინიშნა აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად; 1994 წლის 2 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით; 1991-1995წწ. ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელ ერთწლიან საღვთისმეტყველო კურსებს; 1995 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით ინიშნება ოზურგეთის ახლად დაარსებული წმ. ნინოს გიმნაზიის რექტორად; 1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა ფოთის ეპისკოპოსად; 1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად; 23 მარტს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით; 1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წმიდა სინოდის წევრთა თანამსახურებით აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად; 2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება; 2007 წლის 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის წოდება; 2003 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1991-1996წწ. გამოსცემდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ "წყაროს"; 2010 წლის 9 ნოემბრიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ "უფლის ციხის" მთავარი რედაქტორი; მიღებული აქვს საეკლესიო და სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.157; old.gruni.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |