The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ტაკიძე

ამირან ტაკიძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1958  (65 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექნიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

1981-1983წწ. იყო რაციონალიზატორთა და გამომგონებელთა აჭარის საოლქო საბჭოს კონსულტანტი; 1983-1985წწ. ბათუმის სამედიცინო სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1988წწ. კომკავშირის ბათუმის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი; 1988-1989წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორი; 1989-1991წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის ლექტორი, ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1991-1996წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქათველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 306;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.319; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ორგანიზაცია "დედა საქართველო", თანათავმჯდომარე
  • აჭარის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1991-1996)
  • საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის სპიკერის თანაშემწე (1994-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის , წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1996-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1994-)

გააზიარე: