შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი მრავალძალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს. 1936-1939წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი, მინერალოგიის მუზეუმის გამგე; 1939-1948წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი, დოცენტი; 1941-1960წწ. გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1948-1960წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის და პეტროგრაფიის კათედრის დოცენტი; 1960-1994წწ. კათედრის გამგე; პროფესორი(1997). ავტორია 170-ზე მეტი ნაშრომის, 9 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოსი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს პალეოგენის შემდგომი ეფუზიური ვულკანიზმი", დაიცვა 1960 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 304; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.386 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |