შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე ბოკერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე. დაამთავრა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს. 1968 წლიდან იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი - თანამშრომელი, 1974 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰიპერბარული ოქსიგენაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; მიღებული აქვს რუსეთის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება (1994), რსფსრ სახელმწიფო პრემია (2002) - მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, ნაყოფიერი პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, რუსეთის მთავრობის პრემია (2003); 1994 წლიდან არის მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1975). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.455; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.375 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |