The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ხახალეიშვილი

დავით ხახალეიშვილი
Date of birth:28 February, 1971
Date of death:11 January, 2021  (at 49 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი; ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი; ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი; სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის XXVI ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა. 1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო. სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი; 1992 წელს, ბარსელონაში, ქართველი ძიუდოისტის გამარჯვების აღსანიშნავად, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა და აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-97. -გვ.240; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200

Awards and Honors

  • 2018 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2003 - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ორ­დე­ნი
  • 1997 - მსოფიოს ჩემპიონი (სამბო)
  • 1997 - ღირსების მედალი
  • 1996 - ევროპის ჩემპიონი (+95კგ.)
  • 1996 - მსოფიოს ჩემპიონი (სამბო)
  • 1994 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1993 - ევროპის ჩემპიონი (+95კგ.)
  • 1992 - XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ოქროს მედალი (ბარსელონა, ესპანეთი)
  • 1991 - სსრკ ჩემპიონი (ძიუდო)
  • ღირსების ორდენი

Share: