The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გრივი

ვლადიმერ გრივი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1959
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1999  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგუილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ლითონმცოდნეობის სპეციალობით 1981 წელს.

1981-1984წწ. მუშაობდა ტაგანროგის მეტალურგიულ კომბინატში; 1984 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მეტალურგიის ფაკულტეტის მასალათა თვისებების სამეცნიერო–კვლევით ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მიღებული აქვს საავტორო მოწმობები მაღალმტკიცე ლეგირებული ფოლადების მიღებისა და მათგან სანავთობე მილების დამზადების ტექნოლოგიებზე; ინჟინერ–მეტალურგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.160; georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (სპეციალისტების ჯგუფთან ერთად)
    "1975-90 წლებში ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება დანერგვისათვის საწარმოო ციკლში ფოლადი– მზა პროდუქცია"

გააზიარე: