The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინა ბულუსაშვილი

Date of birth:4 April, 1942  (82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1964–1967წწ. იყო აკად. გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1968–1969წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1970–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორია 4 პატენტური გამოგონების, სისხლის კონსერევაციის საკითხებზე. ექიმი–ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვერლჰოფის დაავადების კლინიკური მიმდევრობის თავისებურებები და მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.48


Share: