შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა სოფრომაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს, ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი "თბილისი" საერთაშორისო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს. 1977-1978წწ. წყალტუბოს ბალნეოდაწესებულების სანიტარი; 1984-1990წწ. საქართველოს კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის ექიმი; 1990-1994 წწ. პროფკავშირთა წყალტუბოს სანატორიული საკურორტო დაწესებულებათა გაერთიანების სანატორიუმი "თბილისი", მთავარი ექიმის მოადგილე სამედიცინო დარგში; 1994-1995 წწ. პროფკავშირთა წყალტუბოს სანიტარიულ-საკურორტო დაწესებულებათა გაერთიენბის სანატორიმი "სამგურალი" მთავარი ექიმი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2004წწ. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2004-2007წწ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, გენერალური დირექტორი; 2008-2010წწ. სადაზღვევო კომპანია "აი სი" ჯგუფი, სახელმწიფო პროგრამების დირექტორი; 2014 წელს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დირექტორის მოადგილე; 2014-2018წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. მედიცინის დოქტრი. დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების სპელეოთერაპია", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 301; საქართველოს პრლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.314 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |