The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ სოტკილავა

ზურაბ სოტკილავა
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2017  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის ეზო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1961 წელს, 1965 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1965-1974წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1966-1968წწ. სტაჟირება გაიარა მილანის ლა სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მომღერლის დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ერთი წლის შემდეგ კი ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა, 1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია; 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი. პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი(ჯ. ვერდის "ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი(რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა. მიღებული აქვს 1968 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის (სოფია) მთავარი პრიზი "ოქროს ორფეოსი" (1968), პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის I პრემია და "გრან-პრი", ( IV საერთაშორისო კონკური, ბარსელონა, 1970), პრემია "ოვაცია" (2008). ოპერის მომღერალი, ტენორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 301; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.60

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბოლონიის სამუსიკო აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1983 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1979 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1976 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: