შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა სიორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა სახალხო მეურნეობის დაგეგმვა 1983 წელს; 1987 წელს ასპირანტურა, 1992 წელს ზაარბრიუკენის უნივერსიტეტი. 1984-1986წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე; 1986-1989წწ. ასისტენტი; 1986-1990წწ. თსუ-ს დოცენტი; 1990-1992წწ. თსუ დოცენტი, მივლინებული ზაარბრიუკენის უნივერსიტეტში; 1992-1994წწ. სახელმწიფო საბჭოს, სახელმწიფო მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1994-1995წწ. "ექსიმბანკის" პრეზიდენტი; 1995-1997წწ. საქართველოს "გაერთიანებული ქართული ბანკის" თანათავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 299; საქართველოსპარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.313 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |