Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შაქრო ბილანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული. სწავლობდა ვორონეჟის სამხედრო სასწავლებელში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. "დროებასა" და "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში იგი აქტიურად ეხმაურებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს, ქადაგებდა ხალხოსანთა იდეებს. 1902 წელს დააპატიმრეს. 1910 წელს გადაასახლეს ქალაქ როსტოვში. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშების შეკრება-შესწავლაში. 1883-1887წწ. მის მიერ სოფელ პატარძეულში შეკრებილი ფოლკლორული მასალის დიდი ნაწილი "ძველი საქართველოს" III ტომში გამოქვეყნდა (1914). 1903 წელს იგი ქართული ხალხური სიტყვიერების შეგროვების თანამგრძობთა საზოგადოების ხელმძღვანელად აირჩიეს. საზოგადო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |