The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი სიბაშვილი

გიორგი სიბაშვილი
Date of birth:27 December, 1970  (54 years)
Category:Public official, Engineer, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი 1993 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა 2003 წელს. დამატებითი კვალიფიკაცია: 2000-2001 წწ. ევროპის საბჭოს ეგიდით ორგანიზებული სასწავლო კურსი "დემოკრატიული ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება" - თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა; პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა (2004); ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2005); მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით (2006).

1987-1989 წწ. იყო გურჯაანის რაიონის ვეჯინის სანერგე მეურნეობის მუშა, ბრიგადირი; 1995-1996 წწ. გურჯაანის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, შრომის, სოციალური დაცვის და დემოგრაფიის განყოფილების გამგე; 1996-1997 წწ. გურჯაანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1997-1998 წწ. გურჯაანის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აპარატის უფროსი; 1998-2002 წწ. გურჯაანის რაიონის გამგებელი; 2000-2002 წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის კათედრის ლექტორი (ქ. სიღნაღი); 2002-2004 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე (ქ. თბილისი); 2004-2008 წწ. იურიდიული კომპანია "ბარისტერი" დირექტორი, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, ადვოკატი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი (ქ. თბილისი); 2008 -2013 წწ. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში (ქ. თელავი); 2013 წელს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის მთავარი სპეციალისტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში; 2013 წლიდან შპს იურიდიული კომპანიის "GS&Barristers" მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, დირექტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 298

Awards and Honors

  • 2013 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 2010 - ღირსების ორდენი

Share: