შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბილანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყაზიღმანი, თურქეთი. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა III საშუალო სკოლაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1922 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1922–1923 წლებში მხატვრულად გააფორმა რესტორანი "შამპანი"(შექმნა კომპოციზია "ბურთის თამაში"). 1921–1925წწ. იყო ქართველ ხელოვანთა საზოგადოების წევრი. 1925 წელს ამ საზოგადოებამ სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაგზავნა. დაამთავრა ანდრე ლოტის სამხატვრო სკოლა. 1928 წელს პარიზში მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "ქუჩა პარიზში"(1925), "პარიზი–სატრიუმფო თაღი"(1926), "ქართველი ქალის პორტრეტი"(1928, ყველა ნამუშევარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თბილისი). ფერმწერი. გრაფიკოსი. მონუმენტალისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |