The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა სვანიძე

ნათელა სვანიძე
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2017  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1951 წელს.

1956 წლიდან იყო თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მასწავლებელი; 1969 წლიდან უფროსი მასწავლებელი; 1989 წლიდან დოცენტი; 1991 წლიდან პროფესორი. დაწერილი აქვს 4 სიმფონიური პოემა: "სიმფონიური ცეკვები" (1949), "სამგორი" (1951), "ყვარყვარე" (1963), "ბურლესკა" (1965), 2 სიმფონია, ორატორიები "ფიროსმანი" (1969) და "ქართული ლამენტაციები" (1974), ოპერა "გაულ გავხე" (1983), მონოდრამა (1999) და სხვ. ოპერის მომღერლების, პეტრე თომოძის მეუღლე და მაია თომაძის დედა.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 297; ნათელა სვანიძე და მუსიკა, რომელიც არ შეიძლებოდა არ დაწერილიყო / რეზი ხუნწელია

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თეატრის მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1959-)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1951-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: