Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ბიბილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954–1966წწ. მუშაობდა ქალაქ ნალჩიკში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის იალბუზის ექსპედიციაში და იალბუზის მაღალმთიან გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1966 წლიდან იყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969 წლიდან–ნალჩიკის ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების ლაბორატორიის გამგე. 1969–1980წწ. მუშაობდა სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის მაღალმთიანი გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1970–1977წწ. იყო ლაბორატორიის გამგე, 1977–1980წწ. კი დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1966–1969წწ. იყო იმავე კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სექტორის გამგე, 1980 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნირეო დარგში. გეოფიზიკოსი. ფიზიკურ–მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.423 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |