შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბიბილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954–1966წწ. მუშაობდა ქალაქ ნალჩიკში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის იალბუზის ექსპედიციაში და იალბუზის მაღალმთიან გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1966 წლიდან იყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1969 წლიდან–ნალჩიკის ღრუბლების ფიზიკისა და აქტიური ზემოქმედების ლაბორატორიის გამგე. 1969–1980წწ. მუშაობდა სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის მაღალმთიანი გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1970–1977წწ. იყო ლაბორატორიის გამგე, 1977–1980წწ. კი დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1966–1969წწ. იყო იმავე კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის სექტორის გამგე, 1980 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნირეო დარგში. გეოფიზიკოსი. ფიზიკურ–მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.423 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |