შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით სახვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონმცოდნეობისა და ლითონთა თერმული დამუშავების სპეციალობით 1981 წელს. 1981-1984 წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ასპირანტი და ინჟინერი. 1984-1998 წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი; 1991-1998 წწ. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის უფროსი; 1998-2004 წწ. ხარაგაულის რაიონის გამგებელი, 2004-2005 წწ. "თბილგაზის" დიდუბის ცენტრის უფროსი; 2006 წლიდან ფ. თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. არის 22 სამეცნიერო ნაშრომისა და 8 გამოგონების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლითონურ გარსაცმიანი სალი შენადნობების მიღება თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზით". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. , 1998-1999. - გვ. 294; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |