შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ სანოძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით-რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მშენებლობა 1987 წელს; ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს. 1979-1980წწ. ქსოვილების ფაბრიკის ზეინკალი; 1980-1982წწ. რესპუბლიკის სატრანსპორტო გაერთიანების უბნის ოსტატი; 1982-1983წწ. რესპუბლიკის სატრანსპორტო გაერთიანების ტექნოლოგი; 1983-1984წწ. რესპუბლიკის სატრანსპორტო გაერთიენბის მექანიკოსი; 1984-1986წწ. თბილისის სარკინიგზო დისტანცია, გზის შემკეთბელი; 1986-1987წწ. თბილისის ქსოვილების ფაბრიკა; 1987-1988წწ. წყლების საწარმოო საგზაო უბნის გზის ოსტატი; 1988-1989წწ. წულუკიძის საწარმო საგზაო უბნის გზის ოსტატი; 1989-1990წწ. საგზაო სამმართველოს ხიდების ოსტატი; 1990-1993წწ. ხონის ახალგაზრდული შემოქმედების ცენტრის დირექტორი; 1993-1995წწ. იყო ხონის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №55 ხონის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2003წწ. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის მხარეში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 291; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 307 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |