The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის სარალიძე

ბორის სარალიძე
Date of birth:1 July, 1932
Date of death:22 April, 2023  (at 90 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1955 წელს; სამშენებლო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1955-1957წწ. იყო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1957-1959წწ. ღვინის საწარმოების მთავარი მექანიკოსი; 1959-1961წწ. კომკავშირის ზესტაფონის რაიკომის პირველი მდივანი; 1961-1963წწ. კომკავშირის ცკ სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგე; 1963-1973წწ. პარტიის ზესტაფონის რაიკომის მეორე მდივანი; 1973-1979წწ. მესტიის რაიკომის პირველი მდივანი; 1979-1981წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1981-1982წწ. თბილისის ლენინის რაიკომის პირველი  მდივანი; 1982-1984წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1984-1988წწ. საავტომობილო გზების მინისტრი; 1988-1989წწ. საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მინისტრის პირველი მოადგილე; 1989-1990წწ. მინისტრი; 1990 წლიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 9 სამეცნიერო ნაშრომი და ერთი სახელმძღვანელო; დაჯილდოებულია  საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 291; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.501-502; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.261

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მდინარე ხრამზე სახიდე გადასასვლელის - "წითელი ხიდის" მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის
  • 1990 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ღირსების მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: