The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიუდმილა გრიციკი

ლიუდმილა გრიციკი
Date of birth:19 March, 1946  (78 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ანდრუსოვკა, უკრაინა.

დაამთავრა კიევის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.

1967-1969წწ. სწავლის პერიოდში გაგზავნილი იყო საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად; სხვადსხვა დროს სათავეში ედგა აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრას კიევის უნივერსიტეტში და შედარებითი კვლევის განყოფილებას უკრაინისმცოდნეობის ინსტიტუტში; კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კიევის უნივერსიტეტში; აქვეყნებდა შრომებს ქართული ლიტერატურისა და უკრაინულ–ქართული ლიტერატურის ურთიერთობების შესახებ; ნათარგმნი აქვს ქართველი მწერლების ნაწარმოებები უკრაინულ ენაზე; ავტორია ნაშრომებისა: "გრიგოლ აბაშიძის შეოქმედება"(1975), "ნოდარ დუმბაძე და მისი გმირები" (1977), "ირაკლი აბაშიძე" (1979), "ნოდარ დუმბაძის პროზა" (1983); თარგმნა – გ. ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა"(1972), ნ. წულეისკირის "თუთარჩელა"(1977), ხალხური ზღაპარი "მზის ასული"(1977); უკრაინელი ქართველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1993). ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, უკრაინელი ქართველოლოგი. 1979 წელს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, 1993 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, 2013 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.163; კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური ინსტიტუტის ვებ-გვერდი: eu.univ.kiev.ua

Bibliography


Share: