The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ სალუქვაძე

რევაზ სალუქვაძე
Date of birth:15 September, 1929
Date of death:22 October, 2000  (at 71 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
Category:Inventor, Scientist, Politician, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1953 წელს.

1952-1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი; 1954-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი, ქ. დუბნის ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1957-1962წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, უფროსი ინჟინერი; 1962-1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის განყოფილების გამგე, მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე, ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 1974 წლიდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი; 1979-1985წწ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, 1985 წლიდან სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). არის 120 სამეცნიერო ნაშრომის და 30 გამოგონების ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დაბალტემპერატუროვანი ბუშტოვანი კამერა და მაღალი ენერგიის ნაწილაკების ურთიერთქმედებათა გამოკვლევა", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 287; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 304; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.292

Member of Organizations

  • საერთაშორისო ბირთვული სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1986-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-2000)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ჯგუფთან ერთად)
    სამუშაოთა ციკლისთვის "ნანო და მიკროწამის ხანგრძლივობის სუსტად რელიატივისტური და დიდი დენების ელექტრონების ამაჩქარებლის დამუშავება"
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1979 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

Share: